TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს” – კახა კალაძე პეტერ ფიშერზე

“არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს” – კახა კალაძე

ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც დიპლომატი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული.

„არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ გვინახავს. ვიცით, რომ „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ და არიგებენ ძალადობრივ ჯგუფებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. სრულ კოორდინაციაში არიან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დიპლომატი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული. ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს“,- აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. როგორც კალაძე აღნიშნავს, პეტერ ფიშერი ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური საქმიანობის გარდა.

„საერთოდ არ მაინტერესებს და არ მაინტერესებდა პიტერ ფიშერი სად იყო დაბრუნებული. მთავარია, რომ დიპლომატი ეწეოდეს დიპლომატიურ საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი წესდებით, [პეტერ ფიშერი] ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური საქმიანობის გარდა. ეს ძალიან მძიმეა. როგორ წარმოგიდგენიათ სხვა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, პირდაპირ მითითებების მიცემით“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, გააძევებდა თუ არა მას, გადაწყვეტილების მიღება მასზე რომ იყოს დამოკიდებული, კალაძე პასუხობს: „ამაზე იმსჯელებს შესაბამისი უწყება“.

გაზიარება
წინა პოსტი

დღეს, წმინდა მკურნალების კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა – ლოცვა მათ წინაშე საკითხავი

შემდეგი პოსტი

” ყველა მნიშვნელოვან ძეგლს დიდი გასაჭირი აქვს” – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი

Discussion about this post

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'