TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ჩვენ განვიხილავთ ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს” – ადვოკატი

“ჩვენ განვიხილავთ ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს” – ადვოკატი

სინამდვილეში ჩვენ განვიხილავთ პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს და ამას არაფერი საქმე არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან-სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას ერთი წელი და თვალის ჩინი [მხედველობა] უკვე შეეწირა,- ამის შესახებ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელს არ გააჩნდა და არ გააჩნია ძალაუფლება.

„სინამდვილეში ჩვენ განვიხილავთ პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახულ ღირსების საქმეს და ამას არაფერი საქმე არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან…

სინამდვილეში ამ შეურაცხყოფის უკან გვაქვს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გათეთრებასთან საქმე – აბა, საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას ერთი წელი და თვალის ჩინი [მხედველობა] უკვე შეეწირა.

მე წარმოვადგენ მზია ამაღლობელს, რომელსაც არ გააჩნდა და არ გააჩნია ძალაუფლება. არ არის კორუმპირებული. მას არ აქვს მილიონიანი ქონება. მას აქვს ერთი ბინა, რომლის ღირებულებაც, ალბათ 100 000 ლარამდეა. მას არასდროს ჰქონია ხელოვნების ნიმუშები. მას გზაც კი არ გადაუკეტავს, არასდროს დაუჯარიმებიათ…

მის სახლში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან იცოდნენ, რომ 1 თეთრს ვერ იპოვიდნენ.

აქვს მხოლოდ ერთი სამუშაო ოთახი „ბათუმელების“ ოფისში და არის ორი მედიაგამოცემის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი“, – აღნიშნავს ადვოკატი, რომლის კომენტარსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა გრძელდება. სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც.

მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. პროკურატურა კი მზია ამაღლობელისათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

გაზიარება
წინა პოსტი

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცეს სალომე ზურაბიშვილი ესწრება

შემდეგი პოსტი

12 წლის გერის საძინებელში კამერა დაამონტაჟა და პირადი ცხოვრების კადრები უკანონოდ გაავრცელა -პროკურატურა

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'