TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ვიმუშავებთ, რომ საზღვარგარეთიდან უცხოელი პედაგოგები მოვიზიდოთ” – კობახიძე

“ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ” – ირაკლი კობახიძე

განათლების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან კვალიფიციური კადრების მოზიდვა შევძლოთ – მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების, რომელთაც აქვთ რესურსი იმისა, რომ ლექცია წაიკითხონ და კიდევ 7, 8, 10 წლის და შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში იმუშაონ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც უმაღლესი განათლების სფეროში რეფორმის გეგმა წარადგინა.

კობახიძის თქმით, არაერთი მიმართულებაა, სადაც არის კადრების დეფიციტი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის ტექნოლოგიები, ტექნიკური და სხვა მიმართულებები.

“ასეთ დეფიციტურ მიმართულებებზე უცხოელი პედაგოგების მოზიდვა იქნება საჭირო. ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ.

საკადრო პოლიტიკა არსებითად უნდა გადაიხედოს. კათედრის პრინციპი უნდა დაინერგოს, როდესაც მიმართულებას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი მიმართულებით პროგრამების დახვეწაზე, განვითარებაზე და კვლევითი საქმიანობის აქტიურად წარმოებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, განათლების რეფორმაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ გაცვლითი პროგრამების შესახებ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ განათლების ახალი რეფორმა გაცვლით პროგრამებს საფრთხეს არ შექმნის.

„რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, არავითარ შემთხვევაში, ეს რეფორმა გაცვლით პროგრამებს პრობლემას არ შეუქმნის. როდესაც უმაღლესი განათლების სისტემა დაიხვეწება, ეს სტუდენტებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ამ რეფორმას პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და ამ პროგრამებში სტუდენტების ჩართულობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის

შემდეგი პოსტი

ხარაგაულის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Discussion about this post

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'