მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სუპერმარკეტი „მაგნიტი“ გაძარცვეს.
“Marneulinews.ge“ ს ცნობით, 27 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, უცნობმა პირებმა ქვებით ჩაამტვრიეს სუპერმარკეტის მინები და მაღაზიაში შევიდნენ. შემთხვევის დროს მოიპარეს დიდი რაოდენობით სიგარეტი და სხვა პროდუქცია.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციაა ჩართული და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა, როდესაც სოფელ ყიზილაჯლოში სუპერმარკეტ “მაგნიტს” ძარცვავენ.

Discussion about this post