TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

“პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე წლით შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, პროტესტის ერთწლიან პერიოდში, დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი – 2024 წლის ბოლო 1 თვეში.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში, საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა.

„ერთწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმების, ცრემლსადენი აირის სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათეულობით ჟურნალისტსა და ოპერატორს. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ დაშინებას, დამცირებასა და დისკრედიტაციას. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტექნიკა დაუზიანეს ან/და ჩამოართვეს არაერთ ჟურნალისტს.

ამ მხრივ, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ე.წ. ტიტუშკები და სამართალდამცველები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. მაგალითად, 2024 წლის მიწურულს, პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში, სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა. მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდა.

საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა დღემდე გამოძიებული არ არის და არც დამნაშავე პირები არიან პასუხისგებაში მიცემულნი. მსგავსი დანაშაულებისადმი სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან აშკარა გულგრილობა, ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, ჯეროვანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესში არ არის და ეს კანონგარეშე ქმედებები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებული იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციად იქცა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვმაც შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მედიის 26 წარმომადგენელი დააკავეს, მათგან ნახევარზე მეტი, ბოლო 1 თვეში ადმინისტრაციული წესით – ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. განსაკუთრებით საგანგაშოა 2025 წლის იანვარში, ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი წესით უკანონოდ დაკავება და მისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში ამაღლობელს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეერყა. უფლებადამცველების განცხადებით, მისი მხედველობა „საგანგაშო ნიშნულზეა“. ჟურნალისტების მასობრივი დაკავება და მათი ამ ფორმით დევნა „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და სრულად გაქრობაა.

კიდევ ერთი მავნე ტენდენცია, რაც ერთწლიანი საპროტესტო ციკლის პერიოდში გამოვლინდა, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაა. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 40-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთწლიან უწყვეტ საპროტესტო ციკლში, კრიტიკული მედიისთვის შექმნილ მრავალმხრივ მტრულ გარემოს, თან სდევდა სხვადასხვა რეპრესიული კანონით მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვაც, იქნებოდა ეს კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის კიდევ უფრო გაზრდა, მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ) სარჩელები, თუ დაფინანსების წყაროების გადაკეტვა. სწორედ ფინანსური რესურსების სიმწირის გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 20-მდე რეგიონულმა მაუწყებელმა. ასევე, 2025 წლის მაისში დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხი“. ამავე პერიოდში, არ შეწყვეტილა მმართველი გუნდის ლიდერებისა და მათი პროპაგანდისტული არხების მიერ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის კამპანიაც. მაგალითად, 23 ნოემბერს, პროსამთავრობო „იმედმა“ ვრცელი მადისკრედიტებელი სიუჟეტი მიუძღვნა 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებასა და გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელს, სადაც ისინი „უცხოური სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ქსელად“ წარმოაჩინა და ქვეყანაში არეულობის წახალისებასა და ღალატში დაადანაშაულა.

მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია ერთგულად დგას ხალხის სამსახურში და სრულყოფილად ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აფასებს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში და მადლობას უხდის თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისა და პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულებისთვის. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომლის მთავარი გარანტიც ხელისუფლების გავლენებისგან დამოუკიდებელი მედიაა. ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედია დღეს განადგურების საფრთხის წინაშეა. დამოუკიდებელი მედიის გაქრობა საბოლოოდ დაასრულებს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანას დიქტატორული მმართველობის რელსებზე გადაიყვანს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

შემდეგი პოსტი

28 ნოემბერი მთვრალი ზღარბის საერთაშორისო დღეა

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'