TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება.

პარლამენტს მთავრობამ განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიღების შედეგად, პოლიციის აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვოს. ამავე პროექტის მიხედვით, გაიწერება პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.

“პოლიციის შესახებ” კანონის მოქმედი რედაქციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად არ მიიჩნევა.

ამჟამად, აკადემია პოლიციის თანამშრომელთა სპეციალურ პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფს და სწავლება “სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

“არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მაღალკვალიფიციური კადრების რესურსის გათვალისწინებით, აკადემიას აქვს შესაძლებლობა უსაფრთხოებისა და საპოლიციო სამართლის ფუნდამენტური სწავლება განახორციელოს. აღნიშნული სასწავლო პროგრამები განკუთვნილი იქნება როგორც შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც სურვილი ექნებათ განათლება უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის მიმართულებით მიიღონ.

პროექტის მიღება და აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საპოლიციო საქმის როგორც პროფესიის პოპულარიზაციას, აკადემიური პოლიციური კადრების ფორმირებას, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას, პოლიციის საზოგადოებაზე ორიენტირებულობის გაძლიერებასა და საპოლიციო საქმიანობაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება
წინა პოსტი

28 ნოემბერი მთვრალი ზღარბის საერთაშორისო დღეა

შემდეგი პოსტი

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'