TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“11 თვის მონაცემებით, შსს-მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა”- კობახიძე

“ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ” – ირაკლი კობახიძე

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„გასული თვეების განმავლობაში თვისებრივად გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან და ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა. იგივე ეხება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლასაც, სადაც გვაქვს შთამბეჭდავი მაჩვენებლები. წელს უკვე, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაზეც ბატონი მინისტრი და სამინისტრო აქტიურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება სამომავლო საქმიანობაზე უკანონო მიგრაციის მიმართულებით. იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომავალ წელს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 3 500 არალეგალის გაძევება ქვეყნიდან. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. მთლიანობაში, ამ გეგმის მიხედვით ალბათ 3-4 წელიწადში სრულად იქნება აღმოფხვრილი არალეგალური მიგრაციის პრობლემა. თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გაწეული საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებისთვის“ , – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
წინა პოსტი

წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს – კობახიძე

შემდეგი პოსტი

წვიმა, ქარი…- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'