TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა ქ. ქუთაისის N3-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის როლზე და მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რადგან მათი ფუნქცია სწორედ დაზარალებულთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული სტერეოტიპების განხილვას, მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების სირთულეს, მტკიცებულებათა მოპოვებას, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე, იმას, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და რა ღონისძიებები ტარდება მათი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. დამსწრე პირებმა დასვეს შეკითხვები და განიხილეს მათთვის საინტერესო შემთხვევები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალისა და მამაკაცის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

გაზიარება
წინა პოსტი

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

შემდეგი პოსტი

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'