TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

GWP განცხადებას ავრცელებს

GWP განცხადებას ავრცელებს

2025 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციის მიზნით, – ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანია ერთდროულად ატარებს მაგისტრალური მილსადენების პრევენციულ მონიტორინგს, ახორციელებს სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ოპტიმიზაციას უწევს ქსელში წნევის მართვას. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და ავარიული შემთხვევების შემცირებას.

„წყალმომარაგების სისტემა მოიცავს როგორც ქალაქის არსებულ ქსელებს, ისე მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან უზრუნველყოფენ. მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიამ 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიერა პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებები – გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. დასრულდა 400 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობისა და რისკების შეფასების კვლევა, ასევე დამონტაჟდა 30 ჰიდროფონი, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაძლო დაზიანების ან რისკის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღებას.

2025 წლის განმავლობაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა უკვე დაასრულა 135 სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, 105 პროექტი კი შესრულების ეტაპზეა.

დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია:

ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
რუსთავი, ხრამის მაგისტრალის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
აწყურის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
ალექსიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
ევდოშვილის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
რუსთავი, ჭყონდიდლის დასახლების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
მცხეთა, აღმაშენებლის ქუჩის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
სამგორის სათავე ნაგებობის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია;
ზემო პლატოს სატუმბე სადგურისა და სამგორის გამწმენდი ნაგებობის ტუმბო-აგრეგატების რეაბილიტაცია;
ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობის სალექრების რეაბილიტაცია;
სამგორის პირველი აწევის სატუმბე სადგურის ელექტრომომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
რუსთავის მეორე აწევის სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია;
მიმდინარე პროექტებია:

სამგორის სათავე ნაგებობის პირველი, მეორე და მესამე რიგის ფილტრების რეაბილიტაცია;
ბახტრიონის სატუმბე სადგურის რეაბილიტაცია;
საიათნოვასა და ისპაჰანლის ქუჩების წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია;
ინოვაციების ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
დიღმის საცდელი მეურნეობის წყალარინების ქსელების განაშენიანების პროექტი;
რუსთავი, ფალიაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
2025 წლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ პროექტს წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაში წნევის რეგულირების პროგრამა. მისი ფარგლებში ქსელზე დამონტაჟდა 15 წნევის რეგულატორი და 33 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. განხორციელდა 171 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელში წნევის ოპტიმიზაცია, რაც საერთო ჯამში 65,758 აბონენტის მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. წნევის რეგულირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის დაზიანებებისა და წყლის დანაკარგების რაოდენობა, გაუმჯობესდა საოპერაციო და ქსელის სტაბილური ფუნქციონირების მაჩვენებლები. პროექტი უკვე განხორციელდა ისანი–სამგორის არეალში, ხოლო ნაძალადევში სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ ეტაპებზე დაგეგმილია სამუშაოების შესრულება გლდანი–ნაძალადევისა და ვაკე–საბურთალოს რაიონებში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები, მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობის, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და ხანგრძლივობის შემცირებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

ოქტომბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – საქსტატი

შემდეგი პოსტი

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილში სიახლეა

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'