TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ახალი საკანონმდებლო სიახლე, რომელიც 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

ახალი საკანონმდებლო სიახლე, რომელიც 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

2026 წლიდან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება იწყება და მისი ცალკეული მუხლები ძალაში ეტაპობრივად შევა. საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ლი ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, 1-ელ თებერვლამდე გარემოს სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინო: ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციისმართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა), ხოლო მთავრობამ 1-ელ მარტამდე დაამტკიცოს აღნიშნული აქტები;

ასევე, 1-ელ მარტამდე მთავრობამ უზრუნველყოს:იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესისა და სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება. იმავდროულად მთავრობამ  ვეტ.კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა განახორციელოს.

1-ელ მარტამდე მუნიციპალიტეტებმა კი ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახლის დამტკიცება მოახდინონ.

1-ელ მაისამდე  მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად;

1-ელ მაისამდე არამარეგისტრირებელმა ორგანოებმა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომის მისაღებად;

1-ელ ივლისამდე სეს-მა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების წვდომა.

2027 წლის 1-ელი იანვრიდან, შემდეგი ვალდებულებების დარღვევისათვის:

იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია – 1 500 ლ.
სტერილიზაცია/კასტრაცია – 1 500 ლ.
ცოფის ვაქცინაცია – 500 ლ.
გამრავლება თანხმობის გარეშე – 3 000 ლ.
ცხოველის მიტოვება – ფიზ. პირი 5 000 ლ., იურ. პირი 10 000ლ.
საშენი დაჯარიმდება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:

მოშენების წესების დარღვევა – 1 000 ლ.
მოშენება რეგისტრაციის გარეშე – 5 000 ლ.
მოშენების მორატორიუმის დარღვევა – 10 000 ლ.
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ითვალისწინებს:

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.

ცვლილებით დაისჯება – ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

(მოქმედით ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე).

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.
ცვლილებით დაისჯება – ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან  ხუთ წლამდე.
(მოქმედით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე).

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის სქემა ასეთია:

2027 წლის 1-ელ იანვრამდე:

2026 წლის 1-ელი ივლისიდან მეპატრონემუზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ხოლო იმ მეპატრონეებმა/მიმკედლებლებმა, რომელთაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ცხოველი, მიმართონ რეგისტრაციისთვის;
2026 წლის 1-ელი ივლისიდან საშენმაგაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში;
2027 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული ცხოველები არ ექვემდებარებიან სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას.
2027 წლის 1-ელ ივლისამდე:

მთავრობამ დაამტკიცოს კინოლოგის/ფელინოლოგის სერტიფიცირების წესი
2028 წლის 1-ელ ივლისამდე:

კინოლოგებმა/ფელინოლოგებმა გაიარონ სერტიფიცირების კურსი ან მიმართონ შესაბამის ორგანოს განათლების აღიარების მიზნით.
მეპატრონე დაჯარიმდება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან:

გასეირნება (ალიკაპის ან საბლის გარეშე) – 150 ლ.
მგზავრობა – 150 ლ.
შეყვანა – 50 ლ.
მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის – 3 000 ლ.
მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის – 500 ლ.

არამარეგისტრირებელი სუბიექტები (სასტუმრო, კინოლოგი/ ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის – 500 ლ.

გაზიარება
წინა პოსტი

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

შემდეგი პოსტი

13 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'