TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სუს-ში ბრიფინგი გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული სამსახური ინფორმაციას ოთხივე საქმესთან დაკავშირებით დეტალურად ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.

პირველი საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა შპს „ქროსფოინთის“ სახელით სამუშაოების ფაქტობრივი შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15,26 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 2 089 154 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ქროსფოინთის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. შესაბამისად, დამკვეთი იძულებული იყო გამოეცხადებინა ახალი ტენდერი და სხვა სუბიექტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მეორე: კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე საქმე: ყალბი ვალუტის დამზადების, შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე თბილისში დაკავებულია ერთი ადამიანი. მან, ჯამში, 7000 ყალბი აშშ დოლარი გაასაღა, სანაცვლოდ კი მოქალაქისგან მოითხოვა და გამოართვა 2450 აშშ დოლარი. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხსენებული 7000 აშშ დოლარი არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს და, შესაბამისად, არის ყალბი. ამ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეოთხე სისხლის სამართლის საქმე: სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია შპს „თი აი ჯი ეი აუდიტესკორტის“ ორი თანამშრომელი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, გზის ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების განხორციელებისას, შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 254 990 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ხოლო საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და მათი თავიდან აცილების მიზნით.

კიდევ ერთხელ მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, ვინც კი განიზრახავს, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები პირადი კორუფციული გეგმებით დააზიანოს – ჩვენ გვაქვს შესაბამისი ნებაც და საშუალებაც, რომ ბოლომდე ჩავყვეთ ყველა კორუფციულ გარიგებას და ყველაფერი გავაკეთოთ მისი მაქსიმალური პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოიტანონ სათანადო დასკვნები როგორც ჩვენ მიერ გადადგმული, ასევე გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე.“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

„ჯარიმა 5 000 ლარიდან იწყება…“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

შემდეგი პოსტი

4 მარტივად შესასრულებელი რჩევა 31 დეკემბრისთვის – სახლში სიმშვიდე და ბედნიერება დაისადგურებს

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'