TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 12 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 12 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში დღეიდან შედის

საელჩოები განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის ახალი მექანიზმი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე, ვიზების შეჩერების უფრო ძლიერ და მოქნილ მექანიზმზე შეთანხმდნენ.

„ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ გაუმკლავდეს უვიზო სქემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, უვიზო რეჟიმების შეჩერების ახალი საფუძვლებით, შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად უფრო დაბალი ზღვარით, ასევე უფრო სწრაფი და მოქნილი პროცედურით. შეჩერების გადახედილი მექანიზმი ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ 19 დეკემბერს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მე-8 ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ამის მიუხედავად, საქართველომ დაარღვია ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზების შეჩერების მეშვიდე მექანიზმის ანგარიშის რეკომენდაციები. ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს. ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ვიზების ერთგვაროვნად შეჩერებას ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში; დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის გამონაკლისი ორმხრივ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით აღარ იქნება შესაძლებელი, როგორც კი ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ამ ჯგუფებისთვის ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, ვიზის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის მიერ შედგენილ იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
წინა პოსტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს

შემდეგი პოსტი

ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

Discussion about this post

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'