TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

„გრიპის ვირუსს ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ამჟამად გრიპის ვირუსის 3 სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს. ყველაზე მეტი – 65% არის ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი. თვეზე მეტია გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს. მომართვიანობის მიზეზი ძალიან ბევრ შემთხვევაში ფილტვის ანთებაა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქვეყანაში გრიპი გაცილებით ადრე გახდა დომინანტური ვირუსი.

„რა სტატისტიკასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, აჩვენებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპი დომინანტურია – 65% არის გრიპი, კონკრეტულად A გრიპი და მისი ერთ-ერთი ფორმა H3N2 ტიპის ვირუსს, რომელიც ე.წ. ჰონგ-კონგის სახელით არის ცნობილი. ქვეყანაში ამჟამად გრიპის ვირუსის სამი სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს: ყველაზე მეტი 65% H3N2 არის, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, მეორე H1N1 ანუ ე.წ. ღორის გრიპი, 1% არის „ბე“ გრიპი. სამივე ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი შედიოდა იმ ვაქცინაში, რომელიც ქვეყანაში იყო და 4 კომპონენტს შეიცავდა. ამ მხრივ სრული თანხვედრაა.

გასულ წელს გრიპის შემთხვევების ასეთი სიჭარბე თებერვალში დაფიქსირდა, ახლა გრიპი გაცილებით ადრე გახდა დომინანტური ვირუსი, ეს ადრეული გავრცელება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფიქსირდება. მიზეზი არის ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, რომელმაც ივნისის თვეში განიცადა მუტაციები, რამაც მისცა შესაძლებლობა იოლად გადამდები ყოფილიყო.

გრიპი გახლავთ ვირუსი, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ანტივირუსული საშუალება არსებობს რისკის ჯგუფებისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ანტივირუსული საშუალებით მკურნალობა. პირველი 48 საათის განმავლობაში აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა.

რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, თვეზე მეტია გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელიც მიმართავენ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს. რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი ქვეყანაში ერთადერთი დეპარტამენტია, რომელიც მმართავს სასუნთქი გზების მწვავე დაავადების შემთხვევებს. მომართვიანობის მიზეზი ძალიან ბევრ შემთხვევაში არის გრიპის ვირუსის გართულება ფილტვის ანთების სახით.

მინდა ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს: ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს. პირველივე დღიდან, როდესაც ტემპერატურა მაღალია, ბავშვს ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ყელის ტკივილი, სახსრების და საკვებზე უარს ამბობს, პირველივე დღიდან საქმის კურსში ჩააყენეთ ოჯახის ექიმი და მან გადაწყვიტოს, რამდენად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ანტივირუსული პრეპარატის დაწყებას“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

შემდეგი პოსტი

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'