TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ კომენტატორად” – შალვა პაპუაშვილი

“ადამიანი არის ჩვეულებრივი ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს “- პაპუაშვილი

აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციის დატოვება ადასტურებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა, აღარ არსებობს, მორღვეულია – როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი აჩვენებს იმას, რომ მათ სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას 66 ორგანიზაციის დატოვების შესახებ, რომელთა შორის ვენეციის კომისიაცაა.

მისივე თქმით, აშშ-მა დღეს დაადასტურა, რომ „ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს მოსაზრებებსა და დასკვნებს“.

„აშშ-მ 66 ორგანიზაცია დატოვა, როგორც გუშინ განაცხადეს მათ. თავისთავად ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა, აღარ არსებობს, მორღვეულია. როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი და მათ შორის გამოდის ასეთი დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციები, თავისთავად აჩვენებს იმას, რომ მათ სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული და ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.

რაც შეეხება კონკრეტულად, ვენეციის კომისიას, ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ იმას, რომ ვენეციის კომისია ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იქცა, იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არაერთხელ, როცა ჩვენ ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, ვნახეთ პოლიტიკური დასკვნები და მოსაზრებები, რაც აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებში და რაც ჩვენ მათ შორის ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ, ვენეციის კომისია გახლავთ ერთ-ერთი ინსტიტუტი ევროსაბჭოში და ჩვენთვის როგორც წევრი სახელმწიფოსთვის შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და იმ პროფესიული სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, რაც იყო პატივცემული და მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის, გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებებსა და დასკვნებს. ზუსტად ეს დაადასტურა დღეს აშშ-მა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისიის წევრობა და დატოვა ამ დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაცია. ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია იმ თავდაპირველ მისიას, რომელიც ჩადებული იყო მასში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორისაა ვენეციის კომისია. რუბიოს ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

შემდეგი პოსტი

პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'