9 იანვარი (27 დეკემბერი) მოციქულისა, პირველმოწამისა და მთავარდიაკონისა სტეფანესი (34) და ღირსისა სტეფანე ხირსელისა (VI) ხსენების დღეა.
სტეფანე მთავარდიაკონის
ტროპარი:
ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო, ქრისტეს მხედარო, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.
კონდაკი:
გუშინ მეუფე ხორცითა იშვა ჩვენთვის და დღეს მონაი ქრისტესი ხორცთაგან განვიდა, გუშინ მეუფე ხორცითა გამოგვიჩნდა და დღეს მონაი ქვითა დაიქოლა; ამისთვის აღესრულა პირველმოწამე, ღირსი სტეფანე.
სტეფანე ხირსელის ტროპარი:
უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად და სასწაულმოქმედად, გამოსჩდი მამაო წმინდაო სტეფანე ხირსელო მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტვიან. დიდება რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ სასაწაულთა.
კონდაკი :
სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე დაუცხრომელად ლოცვა, ვითარცა ლახვარი ხელს-იდევ, კადნიერად განგმირე ეშაკთა ბანაკი, საკვირველთმოქმედო მამაო სტეფანე ხირსელო, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

Discussion about this post