TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” რატომ მალავენ საქმის მასალებს? გამოიტანონ სააშკარაოზე” – დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატი

” რატომ მალავენ საქმის მასალებს? გამოიტანონ სააშკარაოზე” – დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატი

მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ შეეშვან ჩემი არასრულწლოვანი დაცვის ქვეშ მყოფი პირის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგს და ლანძღვას – საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი, არანაირი სახის მტკიცებულება არ დევს, რითაც დადასტურდება წარდგენილი ბრალი, – ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატმა გიორგი გამხიტაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალი არის აბსურდი, ამასთან ის, პროკურატურას და დაზარალებულ მხარეს საქმის მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ შეეშვან ჩემი არასრულწლოვანი დაცვის ქვეშ მყოფი პირის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგს და ლანძღვას. საზოგადოებამ არ იცის სისხლის სამართლის საქმე, არ იცის საქმის დეტალები, შესაბამისად, ვერ გააკეთებს სწორ სამართლებრივ შეფასებას. მეტსაც გეტყვით, ვინც იცის ეს სისხლის სამართლის საქმე მიზანმიმართულად არ აკეთებს სწორ სამართლებრივ შეფასებებს, შესაბამისად, თითოეულს მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ლანძღვისა და ბულინგისგან.

საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი, არანაირი სახის მტკიცებულება არ დევს, რითაც დადასტურდება წარდგენილი ბრალი [დემეტრე ჩიქოვანთან მიმართებით]. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის სრული აბსურდი. დეტალებთან დაკავშირებით ვერ გაგესაუბრებით, მაგრამ ერთი რაღაც გაითვალისწინეთ, საზოგადოების მიმართ დაზარალებულების მხრიდან ხომ არის მოწოდებები, რომ გვერდში დაუდგნენ და დ

.ჩ. უნდა გასამართლდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, რატომ არ აჩვენებენ საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რატომ მალავს პროკურატურა, რატომ მალავს დაზარალებული? გამოიტანონ სააშკარაოზე, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. გამოიტანონ და დადონ მტკიცებულება საჯაროდ”,- განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ. -ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

გაზიარება
წინა პოსტი

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

შემდეგი პოსტი

აშშ-ში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა – Reuters

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'