TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია “ფორმულა”-ს უჩივის

გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია  “ფორმულა”-ს უჩივის

x

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ტელეკომპანია ფორმულას მასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო უჩივლებს. ამის შესახებ ხაინდრავამ 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია 17 იანვარს “შაბათის ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა”.

 

ხაინდრავა ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ “დააბრალო ქართველ კაცს, რომ ფულის სანაცვლოდ 2 000 პაკისტანელი და ინდოელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში 4 მილიონი აიღო, უნდა იყო კეზერაშვილი ან თარგამაძე”.

მისივე თქმით, ფორმულას დაჯარიმებას მოითხოვს, ასევე შექმნის ფონდს “მედია ფაშიზმის” წინააღმდეგ.

“მოვითხოვ პასუხს ამ ცილისწამებაზე, სიცრუეზე, გარდა ამისა, ჩამოვაყალიბებთ ფონდს, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ მედია ტერორისგან და მედია ფაშიზმისგან. […] ამ დღეებში დაიწყებს ეს ფონდი საქმიანობას. […]

ფორმულას დავაჯარიმებ მე აუცილებლად, თუ საქართველოს სასამართლოში ვერ ვიპოვე სამართალი, საერთაშორისო სასამართლოში ვიპოვი სამართალს. არის პრეცედენტული საქმეები, მაგალითად, ტრამპი BBC-ს წინააღმდეგ, რომელიც საფუძვლად დაედება, დაედო კიდეც ჩემს ამ [სარჩელს]. მე მათ გადავახდევინებ [თანხას] და მთელი ეს ფული შევა ამ ფონდში”. – განაცხადა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, ფორმულამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ “შაბათის ფორმულას” წამყვანმა, დავით ქაშიაშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. მუქარის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და შსს-ს ჩართვისკენ მოიწოდა.

გაზიარება
წინა პოსტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა „მთავრობა“ დაითხოვა

შემდეგი პოსტი

ლოცვა, რომელსაც დიდი ძალა აქვს

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'