TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

უკანონო ნადირობის 818 ფაქტი გამოვლინდა

უკანონო ნადირობის 818 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში, 2025 წლის 23 აგვისტოდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით, 818 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 8 ფაქტი კი, უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. სამართალდამრღვევებმა თელავის, ყვარლის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, უკანონოდ მოინადირეს „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ერთეული კავკასიური მურა დათვი, 2 არჩვი და 1 შველი. 

სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში კი მოქალაქეებმა უკანონო ნადირობა ძრავგამოურთავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან, ღამე გასანათებელი საშუალების, ე.წ. ფარის გამოყენებით, ფრინველზე დევნის მეთოდით განახორციელეს. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 11 ერთეული მელოტა.

ყველაზე მეტი, 301 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო–ზემო სვანეთში. 131 სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 124 – დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 64 – ქვემო ქართლში, 62 – მცხეთა–მთიანეთში, 56 – შიდა ქართლში, 45 – კახეთში, 26 კი – სამცხე–ჯავახეთში.  9 სამართალდარღვევა დაფიქსირდა  დედაქალაქშიც.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 631 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 105 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 41 შემთხვევაში  მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 33 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 595 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

სეზონის განმავლობაში უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 94 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 3 დათვი, 2 შველი, 2 გარეული ღორი, 3 არჩვი, 15 კურდღელი, 1 ნუტრია, 7 ხოხობი, 3 ქედანი, 5 კაკაბი, 1 ტყის ქათამი, 19 ჩხიკვი, 11 მელოტა, 9 ჩხართვი და 13 მწყერი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გაზიარება
წინა პოსტი

იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შემდეგი პოსტი

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ნახეთ, ვინ მიიღებს ბენეფიტს

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'