TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.

ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ. აღნიშნული  ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან.

კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
1.ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად;
2. ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;
3. ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
4. ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.

კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე  და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით.

კომპენსაციის ოდენობას,  მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს სპეციალურად შექმნილი კომისია.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს მთავრობის №33  დადგენილება: https://nfa.gov.ge/Ge/Legislation 

საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს მთავრობის №332 დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით  სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით  მკვდარი ცხოველების  მეპატრონეზე კომპენსაცია გასული წლის აგვისტოში გასცა. ამჯერად, ცხოველის მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, კომპენსაციით ისარგებლონ ცხოველის ცოფით სიკვდილის შემთხვევაშიც.

გაზიარება
წინა პოსტი

მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად 21 ადამიანი დააკავეს

შემდეგი პოსტი

„ნუ გეშინია, ბიჭო“ – სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'