ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა. ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Discussion about this post