გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბრიტანეთის ელჩის განაცხადები და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს, გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეტ უორდის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აშკარა გახდა, რომ ეს 4 წელი მიზეზი, რატომაც ევროკავშირის და დასავლეთი გვერჩოდა იყო ის, რომ ჩვენ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით რუსეთთან ესკალაციაზე.
„გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ ეს 4 წელი მიზეზი, რატომაც ევროკავშირის და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ ჩვენ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით რუსეთთან ესკალაციაზე. რა თქმა უნდა, ეს საუბარი, თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, აბა რა არის, თუ არა მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ეუბნები, რომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვას, ვაჭრობა არ ჰქონდეს რუსეთთან, ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, არ ვიცი, თვითმფრინავები ციდან უნდა მოვხსნათ, თუ რა უნდა ვქნათ, როგორც ევროკავშირის ელჩმა გვითხრა. თურმე, ბენზინი არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა რუსეთიდან, უნდა იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი, ან სხვა ქვეყნების, როგორც გვითხრა ბრიტანეთის ელჩმა გვითხრა. ეს ყველაფერი ნიშნავს, საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ეს ნიშნავს ომს, ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი და გერმანელი, ფრანგი, არავინ ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვა აქ, ჩვენთან გვერდზე საომრად. მარტო შეგვატოვებენ, როგორც გვიწევდა ყოველთვის. შემოგვხედავენ გარედან.
რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ბრიტანეთის ელჩი, ბოლო პერიოდია, კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად, მათ შორის პარლამენტის წევრებთან და პირდაპირ ითხოვს, საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. როდესაც ეუბნებიან, რომ უბედურებაა ბიზნესს აუკრძალო რუსეთიდან ბენზინის შემოტანა, თუ ენერგომატარებლის, [ის ამბობს, რომ], ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს – ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს.
მეორე: როდესაც ეუბნებიან ბრიტანეთის ელჩს, თუ ჩვენ ბიზნეს ავუკრძალავთ, არ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის ყიდვა, მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავი და ცხოვრება, იცით, რა არის ბრიტანეთის ელჩის პასუხი?! არაუშავს, რა იყო, ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადონ. აი, ასეთი ადამიანი ქართულ ენაზე გვესაუბრება და სიყვარულს გვეფიცება, ამ ფარისევლობას რომ ვხედავთ ბრიტანეთის ელჩისგან, ეს არის მთავარი. მცდელობაა, საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ჩაითრიონ, ცეცხლის რკალში, რომელიც უნდა მოუწყონ რუსეთს. თუ რაიმეს თავი აქვთ, აგერ იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდა რუკას ჩავუგდებ, სად გადის ზუსტად ფრონტის ხაზი, ბრიტანეთის, გერმანიის [ელჩებს]… ჩასვან ახლა ჯარისკაცები, გაუშვან სანგრებში და იომონ თუ რაიმეს თავი აქვთ. თუ არაფრის თავი აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი „დგას და ცხვირაბზუებული გვეუბნება, რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო“.
„ევროკავშირის ელჩის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებაა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თუ პრემიერი, ევროკავშირმა, რუსეთს ბოლო 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას, ახლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომელსაც ჩვენი გაგვჭირვებია, ჩვენი გამოწვევები გვაქვს, დგას და ცხვირაბზუებული გვეუბნება, რომ რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო, ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს, რომ აქ ამ ტონით გვესაუბრება! ბრიუსელი დღეს ღირებულებებისგან არის დაცლილი, ბიუროკრატების თავყრილობა, ერთადერთი, რაც შეუძლიათ, სხვების დაზიანებაა. ერთადერთი, რასაც [აკეთებენ] – ანგრევს სხვების და საკუთარი ხალხის ბედს, ამიტომაც არის ევროპელმა ხალხმა ხმა აიმაღლა ბრიუსელის და მათი მარიონეტების წინააღმდეგ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Discussion about this post