TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას”- პაპუაშვილი

ბრიუსელი ჟონავს – ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში – შალვა პაპუაშვილი

105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია, ასევე ცხადია მისი შინაარსიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაანახეს ხალხს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე.

„რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა, უნდოდა, შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, რათა შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ეს არის მთავარი საკითხი. აღარაფერს ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც განმარტებებში ჰქონდათ, აბსოლუტური სისულელე, როგორ თუ, ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო. დიახ, კორუმპირებული კი არა, ზეკორუმპირებულია, ერთმანეთის დაჭერაზე არიან გადასული.

რაც შეეხება მიზეზებს, რა თქმა უნდა, ბრიტანეთს ნამდვილად არ ანაღვლებს დეზინფორმაცია. ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე, „ტვ პირველის“ პატრონი, დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან. მეორეც, ბრიტანეთი ახლახან აპირებდა, დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“, პარტიული მედია. პირდაპირ პარტიის კედლის გაზეთი უნდოდა, დაეფინანსებინა და ვერ შეძლო. დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი, აქამდე ჰქონდა თუ არა დაფინანსებული „ტაბულა“ . ასე რომ, დაივიწყეთ ეს, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მგონი, უკვე დაგვანახა ეს თანამედროვე სამყარომ.

ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე. ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების მთელი სიყალბე, ფარისევლობა, რომ რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12 000 კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ ვიღაცის კომენტარი არ მოეწონათ. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ფარისევლობა. დავფიქრდეთ, სინამდვილეში, რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ბრიტანეთის ელჩი კაბინეტიდან კაბინეტში დადის და ითხოვს, საქართველომ დაასანქციროს რუსეთი. ანუ აკრძალოს რუსეთიდან ენერგოპროდუქტების, ბენზინის, გაზის შესყიდვა. შემცირება ნიშნავს, რომ უნდა შეზღუდო, შეზღუდვა ნიშნავს, რომ უნდა დააწესო სანქცია, სანქციის დაწესება ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია – ომს, სადაც ჩვენ ვიქნებით მარტო. შემდეგ მოვისმენთ ტკბილ განცხადებებს ბრიტანეთიდან და ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ბრიტანეთი როცა ებრძვის მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე. ბრიტანეთის ელჩმა ეს ზღაპრები მოუყვეს საელჩოში თავის თანამშრომლებს უნდა ქართულად, უნდა – ინგლისურად. ამ ზღაპრების არავის აღარ სჯერა. ჩვენ ვიცით, რაც უნდათ. ეს არის თავდასხმა, 105 წლის თავზე თავს ესხმიან თავისუფალ ქართულ მედიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

გაზიარება
წინა პოსტი

“ბრიტანეთის ელჩი ითხოვს, არ შემოვიტანოთ რუსული გაზი თუ ბენზინი, მისი პასუხია: „ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენც ძვირი გადაიხადეთ“-პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'