TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ჩინეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, იორდანიის, გერმანიის, ნიგერიის, ერაყის, ბანგლადეშის, უზბეკეთის, ვიეტნამის, კენიისა და კონგოს – ჯამში 98 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ 232 პირი შეადგინა, ხოლო გასული თვის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან 312 უცხოელი არალეგალი გაძევდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი თვის შედეგების მიხედვით, გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯამურმა მაჩვენებელმა 544 პირი შეადგინა.

მიღებული სტატისტიკური შედეგი 346 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4,5-ჯერ აღემატება.

ასევე აღსანიშნავია, გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაძლიერებულმა საკანონმდებლო რეგულირებამ და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ჯამური მონაცემებით ქვეყანა დატოვა 1306-მა უცხოელმა, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადები, რის გამოც მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე ფულადი ჯარიმა 1000-დან 3000 ლარამდე დაუწესდათ და დამატებით აეკრძალათ ქვეყანაში შემოსვლა ერთიდან სამ წლამდე ვადით.

გაზიარება
წინა პოსტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

შემდეგი პოსტი

125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინის” შემცველი სითხე ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'