TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ხორციელდება.

საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შედეგად, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანია, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამასთან, მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას გარკვეული მუხლები დაკორექტირდა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი სახეები განისაზღვრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია), თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქი თბილისი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა – 200 ლარით დაჯარიმებას.

ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებისთვის დაწესებული სანქცია ადმინისტრაციული ცენტრების მიხედვით დიფერენცირდა. კერძოდ, ეს ქმედება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ყველა სხვა ქალაქში ჯარიმა 10 ლარის ოდენობით იქნება.

მეორე მოსმენის ფარგლებში კორექტირებული კანონის პროექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას. ასევე, სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.

გაზიარება
წინა პოსტი

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

შემდეგი პოსტი

“დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია” – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'