TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

“არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

ჩვენ არ გვინდა [აშშ-სთან] ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა – ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს, მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ამ ურთიერთობის აღდგენის საშუალება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენა ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის ნიადაგზე სურს. როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება თავის ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა აშშ-სგან შემხვედრ ნაბიჯებს დაელოდება.

„ის კონფერენცია, რაზეც მიწვეული არიან ჩემი კოლეგები, ხვალ იწყება. 4-ში და 5-ში არის ამ კონფერენციის ფარგლებში მთავარი შეხვედრები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის მიღმა იქნება შეხვედრები კონგრესშიც და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი მთავარი მოლოდინი, თუ ღირებულება, ამ ვიზიტის არის ის, რომ გავცვალოთ განახლებული ინფორმაცია ჩვენს მოლოდინებთან დაკავშირებით, გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც შეიძლება, საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს, და დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებით ჩვენ ამ ვიზიტს ვუყურებთ კიდევ ერთ წინ გადადგმულ კარგ ნაბიჯს და იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტითაც და სხვა მიმდინარე შეხვედრებითაც, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების აღდგენას. ეს არის ჩვენი მოლოდინი და სურვილი. ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს. ერთი წელი იქნება, ორი თუ რამდენი ხანიც დასჭირდა ამ პროცესს, ჩვენ მზად ვართ, არა ემოციურად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა. ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა. ჩვენ ურთიერთობის აღდგენა გვინდა ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის ნიადაგზე და ამ ნაწილში ის დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, გვიჩენს იმის იმედს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს მომავალში ამის გაკეთებას, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ ლოდინის დიდი უნარი, შესაძლებლობა გვაქვს, არსად ეჩქარება ამ ქვეყანას, მით უმეტეს, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. მშვიდად დაველოდებით. ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ, რა თქმა უნდა, რაც ხელისუფლების ხელთ არის და პასუხისმგებლობაა, მაგრამ დაველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა მახაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც კრეტაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

შემდეგი პოსტი

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'