რუსეთმა კიევის ოლქი და ქალაქი სლავიანსკი დაბომბა – დაღუპულია 10-ზე მეტი მოქალაქე -ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს
“ამჟამად კიევის ოლქში რუსული რაკეტების დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია ათობით დაზარალებულის შესახებ. ასევე ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, 6 ადამიანი დაიღუპა. ჩემი თანაგრძნობა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გრძელდება ყველა გარემოებისა და ადამიანების ბედის დადგენა. ადგილზე მუშაობს ყველა საჭირო სამსახური. დაზარალებულები არიან სლავიანსკშიც ავიაბომბების დარტყმების გამო. 5 ადამიანი მოკლულია. ჩემი თანაგრძნობა ახლობლებს. ცხრა დაშავებულია. რუსებმა დააზიანეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები, საკონსულოს შენობა, ავტომობილები.
სასტიკი დარტყმები ადამიანებზე, რისთვისაც რუსებმა პასუხი უნდა აგონ. რუსეთი უკვე დიდი ხანია ანგარიშს არ უწევს არცერთ საერთაშორისო თუ ადამიანურ ნორმას. ისინი დაინტერესებულნი არიან მხოლოდ მკვლელობების გაგრძელებით. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებსაც სრულად ესმოდეთ, რომ სიცოცხლის დაცვა მათზეც არის დამოკიდებული. რაკეტები პატრიოტებისთვის – ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია” -წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში

Discussion about this post