აშშ ირანის ბირთვული ობიექტებიდან გამდიდრებული ურანის ხელში ჩაგდების ვარიანტს განიხილავს . ამის შესახებ სტატიას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა New York Post ავრცელებს და წერს, რომ ოპერაცია მოითხოვს ათასობით სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობას, რომლებიც ირანის ბირთვულ ობიექტებზე შტურმს განახორციელებენ და ფეთქებად ხაფანგებს გადალახავენ. მათივე ცნობით, ოპერაციაში საინჟინრო-სამშენებლო ბრიგადები და მსხვილი ძალები იქნებიან ჩართულნი, უშუალოდ გამდიდრებული ურანის ხელში ჩაგდებაზე პასუხისმგებელი კი სპეცრაზმელთა მცირე ჯგუფი იქნება
“ვფიქრობ, ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე რთული, თუ არა ყველაზე რთული ოპერაცია სამხედრო ისტორიაში“ – განაცხადა აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ჯოზეფ როჯერსმა

Discussion about this post