ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს . კლინიკა “ჰელსიკორის” ექიმები ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და კლინიკური მეთვალყურეობა აღარ სჭირდებათ
ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას გუშინ, 25 ივლისს შეეფარდა
22 ივლისს გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ერთ-ერთი ბიჭი, 17 წლის ნიკოლოზ ხუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

Discussion about this post