პოლონეთში, ქალაქ ლუბლინში, ღამით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. ქვეყნის შეიარაღებულ ძალების განცხადებით, უკრაინაზე რუსული თავდასხმის გამო პრევენციულად სამხედრო ავიაცია გაიგზავნა, რადგან უკრაინის დაბომბვის დროს პოლონეთში ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა.
პოლონელი სამხედროების ინფორმაციით, F-16 გამანადგურებელმა მისი ჩაჭრა სცადა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ სამიზნე რადარიდან გაქრა.
მოგვიანებით, სოფელ ტარნავა-კოლონიასთან ახლოს მდებარე მინდორში დაახლოებით 10 მეტრის უცნობი ობიექტის ფრაგმენტები იპოვეს. ადგილზე პოლიცია, სამხედროები, სპეციალური სამსახურები და პროკურატურა მუშაობს.

Discussion about this post