გორში, რესტორანში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილები 19-20 წლის ბიჭები არიან – ისინი ამხედრო სამსახურის დასრულებას აღნიშნავდნენ . საუბარია 2 დღის წინ, გვიან ღამით მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც რესტორნის სტუმრებს შორის ჯერ შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი 2 ახალგაზრდას დანით დაზიანებები მიაყენეს.
გვერდზე მაგიდასთან კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები ისხდნენ, რომლებიც სხვა სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამაზე მათ ჯარისკაცებმა შენიშვნა მისცეს. რესტორნის წარმომადგენლის თქმით, ამას სუფრასთან მსხდომების გაღიზიანება მოჰყვა, ვითარებაც ამის შემდეგ დაიძაბა.
ჯარისკაცები ისხდნენ, ერთი ყოფილი მიმტანია ჩვენი. ბავშვები ისხდნენ, დაამთავრეს რაღაცა და აღნიშნავდნენ საყვარლად და ეს დანარჩენები ისხნენ გარეთ. ცოტა ნერვები რომ არ ემორჩილებათ და რომ დალევენ და ვერ აკონტროლებენ თავს, აქ ხალხი იჯდა და შენიშვნები მისცეს, ეს ვიღაცებმა ვერ აიტანეს. იმდენად წამიერად მოხდა, იქ უკვე ისინი გაიქცნენ, ესენი წაიყვანეს და ხალხი ისევ იჯდა. დაცვა გამოვიძახეთ თუ არა, წამებში მოხდა. ყველაფერი არის დასრულებული. ამ ბიჭს ხელზე ჰქონდა ჭრილობა. ჯარისკაცი ვერ იქნებოდა დაკავებული იმიტომ, რომ არაფერ შუაში არ იყვნენ. პირიქით, ამ ბავშვმა , რომელიც აქ მუშაობდა მეგობრულად მივიდა და სთხოვა…” -ამბობს ტვ პირველთან რესტორნის წარმომადგენელი.
დაჭრილი სამხედროები გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს, რადგან დაზიანებები მსუბუქი აღმოჩნდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Discussion about this post