TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას-ყაველაშვილი

ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას-ყაველაშვილი

ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ოდესმე და ტრადიციული გამოწვევების გარდა მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა.

მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის, შიდა სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების პრევენციის მიმართულებით.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო იმ თანამშრომლების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სამსახურში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება
წინა პოსტი

დავაკავეთ პირი რომელიც პენსიონერების მოტყუებით 48943 ლარს დაეუფლა-შსს

შემდეგი პოსტი

არსებული ინფორმაციით, გონიოში კაცი მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

Discussion about this post

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'