“მადლობელი ვარ უკრაინელი მეომრების, რომლებსაც ომი უკან, რუსეთში გადააქვთ და პასუხობენ მის დარტყმებს ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ. ჩვენი სამიზნეები მკაფიოდ განსაზღვრული ობიექტებია, რომლებიც ამ ომს უზრუნველყოფენ.
ამ ღამით საშუალო მანძილის დრონები გამოვიყენეთ – დარტყმები განხორციელდა შავ და აზოვის ზღვებში. ასევე განადგურდა სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი Yanina, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავდა და 100 ათას ტონაზე მეტი ტევადობა ჰქონდა. ჩვენი თავდაცვის ძალების სიზუსტის წყალობით, იგი ფსკერზე დაეშვა.
დღეს ღამითვე, უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ბაშკირეთში სამი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. ობიექტებამდე მანძილი თითქმის 1600 კილომეტრია. ეს არის ქარხნები, რომლებიც წელიწადში მილიონობით ტონა ნავთობს ამუშავებენ. მადლობა სიზუსტისთვის! ვაგრძელებთ ჩვენს სამართლიან ზეწოლას. შორი მანძილის სანქციების გეგმა ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება.“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Discussion about this post