სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა და გადადგომის მიზეზებიც განმარტა. ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციური პროცედურაა და სომხეთის მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფორმირებას უკავშირდება. ცნობილია, რომ მისი გადადგომის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტი პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ იმ კანდიდატს დანიშნავს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. 2026 წლის ივნისში ჩატარებულ არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა
“დღეს იწყება ეროვნული კრების მეცხრე მოწვევის პირველი სესია, უფრო სწორად, უკვე დაიწყო. სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, მთავრობა ეროვნული კრების პირველი სესიის დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტს წარუდგენს თავის გადადგომას. მე ახლა ვემზადები, ხელი მოვაწერო მთავრობის გადადგომას კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, რომელიც მიმართულია რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი. წერილი ასეთია: „პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, კონსტიტუციის 158-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ მიიღოთ მთავრობის გადადგომა.“ [ხელს აწერს]
ახლა ეს წერილი გაეგზავნება რესპუბლიკის პრეზიდენტს და პრეზიდენტი, კონსტიტუციის თანახმად, მიიღებს მთავრობის გადადგომას. ასევე ვიტყვი, რომ ამ პირობებში, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე, მთავრობის წევრები აგრძელებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას. ხოლო შემდგომ, კონსტიტუციის 149-ე მუხლი ამბობს, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი ახლადარჩეული ეროვნული კრების უფლებამოსილების ვადის დაწყების შემდეგ დაუყოვნებლივ ნიშნავს პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობა რესპუბლიკის პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერმინისტრობის კანდიდატს და შესაბამისად, მოხდება დანიშვნა კონსტიტუციის 149-ე მუხლის თანახმად. კარგ დღეს გისურვებთ ყველას და მიყვარხართ ყველა” – ამბობს ფაშინიანი

Discussion about this post