TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მესამე სემესტრიდან გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება-კობახიძე

“ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ” – ირაკლი კობახიძე

თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად საფუძვლიანად არ არის ჩართული სასწავლო პროცესში – ამ შემთხვევაში უკვე მესამე სემესტრიდან გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს: სტუდენტებისთვის მოტივაციის გაზრდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, უფასო სწავლებასთან ერთად მათ გაითვალისწინეს მექანიზმები, რომელიც სტუდენტებს მოტივაციას შეუნარჩუნებს.

„უფასო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა. პირველად საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული მექანიზმებია დანერგილი იმისთვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია და იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად საფუძვლიანად არ არის ჩართული სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში უკვე მესამე სემესტრიდან გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს – სტუდენტებისთვის მოტივაციის გაზრდა. რა თქმა უნდა, დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაპირებისამებრ არის თავიდან ბოლომდე უფასო. ამასთან ერთად ჩვენ გავითვალისწინეთ მოტივაციის შენარჩუნების ინსტრუმენტები სტუდენტებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან, სრული გრანტის შესანარჩუნებლად, სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განმარტებით, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი.

გაბისონიას განმარტებითვე, საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე და საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე.

გაზიარება
წინა პოსტი

არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტებისა და რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შემდეგი პოსტი

ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 390 ჯარისკაცი დაკარგეს

Discussion about this post

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'