კურიერი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანები თავს დაესხნენ მომხდარის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, დაახლოებით 5-მდე არასრულწლოვანი თავს ზურგიდან დაესხა:
“საერთოდ არ ველოდი – ზურგს უკან მომეპარნენ ლაჩრულად… როდესაც ვსაუბრობდი ტელეფონში, მოვიდნენ და შენ ვის ურეკავო – ჩაგვიშვებო ახლა? ცხვირი გატეხილი მაქვს, მხარს ბოლომდეც ვერ ვამოძრავებ… ასფალტზე თავის დარტყმა მრავალჯერ, შემდეგ მუშტები…” -ამბობს კურიერი, დავით დვალიშვილი ტვ პირველთან საუბრისას.
დავით დვალიშვილს თავს გუშინ დაესხნენ.

Discussion about this post