უკრაინა აშშ-ისგან ყოველთვიურად მიიღებს რაკეტებს ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად ბელგრადში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეერთებული შტატები უკრაინას ყოველთვიურად მოამარაგებს Patriot-ის გადამტაცი რაკეტებით. ჩვენ შეთანხმება გვაქვს“, — განაცხადა ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბელგრადში იმყოფება, სადაც ქვეყნის ლიდერს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის ლიდერმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა.
სერბეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგრადი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, არ ფიქრობს, რომ უკრაინა ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანდება, თუმცა ბელგრადი კიევს ევროინტეგრაციის გზაზე დახმარებას გაუწევს.

Discussion about this post