კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი ინფორმაციას Sky News ავრცელებს და წერს, რომ ეპიცენტრი კოლუმბიის ქალაქ სან-ხოსე-დელ-პალმართან დაფიქსირდა, ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტადან დაახლოებით 400 კილომეტრში. მათივე ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს შორისაა მანისალესი, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან აღმოსავლეთით მდებარეობს.
მედია წერს, რომ კოლუმბიის ქალაქ კალიში, რომელიც ბოგოტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა. ქალაქის მერის, ალეხანდრო ედერის განცხადებით, დაახლოებით 20 შენობა დაინგრა და ადამიანები ამ დრომდე ნანგრევებში არიან.

Discussion about this post