დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა . ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზა გაუუქმდათ იმ პირებს, რომლებმაც სავიზო პირობები დაარღვიეს, ჩაიდინეს დანაშაული, მოატყუეს ამერიკელები და ბოროტად გამოიყენეს შტატების საიმიგრაციო სისტემა ან საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
მათივე განმარტებით, ვიზები გაუუქმდათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ქურდობა, ნარკოდანაშაულები, სექსუალური ძალადობა, ბავშვზე ძალადობა და თაღლითობა. დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპისა და მდივან რუბიოს ხელმძღვანელობით, ისინი გააგრძელებენ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების ვიზების იდენტიფიცირებას, გამოძიებას და გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას.

Discussion about this post