“მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას — კლავს, კლავს!!!
რით ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს მარიხუანა არ არის?! ეს არის სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევი, რომლის შემადგენლობა ხშირად საერთოდ უცნობია.
კრუნჩხვებიც სწორედ ამისგან შეიძლება განვითარდეს! ასევე შესაძლებელია გონების დაკარგვა და უამრავი სხვა მძიმე გართულება.
ნუ ენდობით იმას, რომ „უბრალოდ მოსაწევია“ ან „მარიხუანაა“. უცნობი შემადგენლობის ნივთიერების მოხმარება რეალური და სერიოზული საფრთხეა.
ამ ერთ დაბოლებას ხომ არ უნდა გადააყოლო შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა!“, – წერს ექიმი-ნარკოლოგი პარტია “ფედერალისტების“ წევრი ზურა სიხარულიძე.

Discussion about this post