გურჯაანში კაცმა მაღაზია ორი ნაბიჯი დააყაჩაღა . ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელი, რომელიც სოფელ კოლაგის მკვიდრია, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა. მათივე ცნობით, კაცმა ობიექტიდან სიგარეტი და სხვა პროდუქცია გაიტანა. გამოცემა წერს, რომ კაცი პოლიციამ დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

Discussion about this post