„დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა საკუთარ თავს აჯობოს და მიაღწიოს ისტორიულ წარმატებებს . დღესაც, 21-ე საუკუნეში, ჩვენ სწორედ ეს გზა გვაქვს გასავლელი. გზა, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცესა და პრაგმატულ აზროვნებას, რათა საქართველო საბოლოოდ გამთლიანდეს, გახდეს ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული.
ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა. სიბრძნე და სიფხიზლე — ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ამ წესის შესაბამისად უნდა შეიქმნას, დაიგეგმოს, დაინერგოს თითოეული სახელმწიფო რეფორმა.
დიდგორამდე სხვანაირად ვერ მივალთ. ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად ბრძოლა, დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის გამოწრთობა. სულიერი თუ მატერიალური საზრდო არა მხოლოდ შედეგის მიღწევაში, არამედ ყოველდღიური ბრძოლისა და მუდმივი განვითარების პროცესში უნდა ვეძიოთ.
მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული სიბრძნითა და შრომით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს – გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს. უფალმა დალოცოს ჩვენი სამშობლო “, — თქვა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

Discussion about this post