ესპანეთის ქალაქ გრანადაში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ალენდინის მუნიციპალიტეტი იყო. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ანდალუსიის რეგიონულმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Discussion about this post