ევროპაში უპრეცედენტო სიცხისა და გვალვის გამო დუნაის წყლის დონემ ისტორიულად დაბალ ნიშნულს მიაღწია . როგორც დასავლური მედია წერს, ხორვატიასა და სერბეთში მდინარის კალაპოტის დიდი მონაკვეთები და ქვიშის უზარმაზარი კუნძულები გამოჩნდა. მათივე ცნობით, მდინარის ნაწილი ზოგ ადგილას ისეთი დაწეულია, რომ მისი ფეხით გადაკვეთაც კი შესაძლებელია. მედია წერს, რომ ამის გამო დუნაის ცალკეულ მონაკვეთებზე სატვირთო გემები ვეღარ გადაადგილდებიან, რამაც რეგიონში ტვირთების გადაზიდვა და მარცვლეულის ექსპორტიც შეაფერხა

Discussion about this post