TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

აფხაზეთში და სავარაუდოდ ცხინვალში საწვავის მიწოდება არის ძალიან დიდი რამის ნიშანი და მომზადება-სააკაშვილი

“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება” – სააკაშვილი

“სასწრაფოდ! აფხაზეთში და სავარაუდოდ ცხინვალში საწვავის მიწოდება არის ძალიან დიდი რამის ნიშანი და მომზადება. უახლოეს კვირებში ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა წაუყენა 2012 წელს ხელისუფლებაში მოყვანისთვის და ახლა უკრაინის ომის კვალობაზე გამდიდრებისთვის. 4 წელზე მეტია ივანიშვილი იკვებება რუსეთის ხელიდან. გააორმაგა რა თავისი სიმდიდრე, რუსეთისთვის სანქციების ავლაში დახმარებით.
ჩემი ინფორმაციით რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და მთავრობებთან მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით. ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს.
რუსეთის მხრიდან ამას კურირებს სერგეი კირიენკო, ქართული საგარეო საერთოდ არ არის პროცესში ჩართული. ივანიშვილი თვლის რომ სწორედ ახლა არის მოსახერხებელი მომენტი ამ საბოლოო ღალატის და ჩაბარების დოკუმენტების ხელმოსაწერად. ხალხი დაშინებულია, ყველაზე ჩხუბისთავები ციხეშია, ოპოზიცია დისკრედიტებულია, დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია. სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობს ღალატის ტრაქტატის ხელმოწერისთვის იდეოლოგიური მომზადება. საქართველო ომში დადანაშაულება უფრო გაფორმებით ვიდრე ადრე, გეორგიევსკის ტრაქტატი გააძრეს ძველი საბჭოთა ნაფტალინისგან. ყველა ქოც-ტროლი გაგანია ზაფხულში მობილიზებულია რუსეთთან ჩაბარების “გასაპრავებლად”. პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირიენკო, თვითონაც ყოფილი სოხუმელია. უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად.
ახლა სასწრაფოდ დარაზმვის და მოქმედებისთვის მომზადების დროა, თორემ სულ მალე გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი დავკარგეთ და აქ მინდა ვთქვა რაც ადრე არასდროს მითქვამს. ამ საკითხში უნდა აქტიურად ვეკონტაქტოთ რიგით ქოცებს, ისევე როგორც საშუალო დონის თანამდებობის მქონეს. ეს ისეთი საკითხია, სადაც დარწმუნებული ვარ წინააღმდეგობის მოძრაობა ივანიშვილის ბევრ ერთგულ მომხრეშიც იპოვის თანამოაზრეებს. ამ ქოცების სტატუს-კვო აწყობთ, მაგრამ ქვეყნის გაუქმებაზე ისინიც არ იქნებიან თანახმა. ვინაიდან მათი მოტივაცია მაინც განსხვავდება თავისი არსებით რუსი ივანიშვილისგან და ფოფხაძის გაზრდილი კობახიძისგან.
ჩვენი ამოცანაა მინიმუმ მივაღწიოთ იმას, რომ სანამ რუსეთი საბოლოოდ დაიწყებს ტორტმანს, არ მივცეთ ქოც-დიქტატურას საშუალება ისეთი დოკუმენტების გაფორმების ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რომელთა გადახედვა შემდეგ ძალიან გაჭირდება. ახლა რუსები ჩქარობენ საქართველოს გადაფორმებას, ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი. ახლა თუ ვიქნებით პასიური, დღევანდელი თაობები ძალიან სამარცხვინოდ დაამახსოვრდება ისტორიას.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
წინა პოსტი

გურჯაანში 60 წლის კაცი წყლის ძველ მიწისქვეშა სათავსოში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა

შემდეგი პოსტი

ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის -კალაძე

Discussion about this post

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'