ბათუმში, ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა. – ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაპირისპირებისას ერთმა პირმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მან კი საპასუხოდ დანა გამოიყენა. ორივე დაჭრილი, კლინიკაშია გადაყვანილი, ისინი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შ.ს.ს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Discussion about this post