მარნეულში მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას ახალგაზრდა კაცი დაიღუპა . მედიის ინფორმაციით, კაცი კიბეზე ადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილას მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია

Discussion about this post