ტრაპიზონში პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა .ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ ობიექტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე არსინის რაიონის პოლიციის განყოფილების ეზოში დაეცა. დაზიანდა ეზოში გაჩერებული ავტომობილები, ასევე ჩაიმსხვრა პოლიციის შენობისა და მიმდებარე დაწესებულებების ფანჯრები. დრონის ჩამოვარდნის მომენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა
თურქული მედიის ცნობითვე, სამართალდამცველებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს, კრიმინალისტებმა და გამნაღმველებმა კი ნამსხვრევები შეისწავლეს.ინციდენტის ადგილას მისულმა ტრაპიზონის გუბერნატორმა, ტაჰირ შაჰინმა განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ჩამოვარდნილი ობიექტი უპილოტო საფრენი აპარატია, თუმცა მისი ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შაჰინის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, საიდან გამოჩნდა ობიექტი და რატომ ჩამოვარდა
ცნობილია, რომ აღნიშნულ ინციდენტს წინ თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დრონებთან დაკავშირებული არაერთი განგაში უძღოდა. როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ტრაპიზონში აღმოჩენილ ობიექტს რუსეთ-უკრაინის ომთან რაიმე კავშირი აქვს.

Discussion about this post