რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი .ინფორმაციას CNN უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორის ვადიმ სკიბიცკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ახალი ტალღა, რომელიც რუსეთში უკვე 8 500 ადამიანს შეადგენს, მოიცავს დრონების დანაყოფს, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეუძლია” – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.
სკიბიცკის თქმით, ამ დრომდე რუსეთში განთავსებული ძალების შემადგენლობაში ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სულ 25 000-მდე ჩრდილოეთ კორეელმა გაიარა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა 50 000-მდე დამატებითი სამხედრო მოითხოვოს სექტემბერში, კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი შეხვედრის დროს.
როგორც CNN წერს, ასეთი ნაბიჯი მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან გაფართოებას წარმოადგენს და რუსეთის შეზღუდული რესურსების კიდევ ერთი ნიშანი იქნება, რადგან იგი მზადაა მიიღოს დახმარება, მიუხედავად საჯარო განცხადებებისა მისი ეკონომიკური მდგრადობისა და სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობების შესახებ.

Discussion about this post