“ამ მარიხუანაზე ქვეყანაში უკვე სრული სიგიჟე ხდება.
ერთ ჯოინთზე ადამიანს წლობით ციხეში უშვებ და მერე რა შედეგს ელოდები? რა უნდა შეიცვალოს ამით — ნარკოტიკების მოხმარება გაქრეს? შავი ბაზარი დაიხუროს? ახალგაზრდებმა ნარკოტიკებზე უარი თქვან?
თუ ნარკოტიკების რეალიზატორთან გაქვს საქმე — უმკაცრესად დასაჯე. რეალური გამსაღებელი, ორგანიზებული ჯგუფი, დიდი რაოდენობით გავრცელება — ეს არის ის, რაზეც სახელმწიფომ უნდა იმუშაოს.
მაგრამ მომხმარებლის, მცირე ოდენობის მქონე ადამიანის და ორგანიზებული ნარკობიზნესის ერთ ქვაბში მოხარშვა ნარკოპოლიტიკა არ არის.
მით უმეტეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში უკვე ნათქვამია, რომ სასჯელი უნდა იყოს საფრთხის შესაბამისი და აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაუშვებელია.
და ყველაზე მთავარი — შეხედეთ, სად მიგვიყვანა ამ მიდგომამ.
შავი ბაზარი არ გამქრალა. პირიქით — გაჩნდა ახალი, ხშირად საერთოდ უცნობი შემადგენლობის სინთეზური კანაბინოიდები და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელთა ამოცნობაც და დროული კონტროლიც გაცილებით რთულია.
მეფედრონმა, „ალფამ“, „ბიომ“ და სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელებამ ქვეყანა უკვე მძიმე პრობლემის წინაშე დააყენა.
ამიტომ კითხვა მარტივია:
რას ვებრძვით — ნარკოტიკს თუ ადამიანს?
თუ მიზანი რეალურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა, მაშინ პოლიტიკა უნდა იყოს ჭკვიანი და არა მხოლოდ მკაცრი.
რადგან მკაცრი სასჯელის გამუდმებით გაზრდა ნარკოტიკების პრობლემას ვერ აგვარებს.
თუ ეს ასე მუშაობს, მაშინ რატომ გვაქვს დღეს უფრო მეტი ახალი და უფრო საშიში ნივთიერება შავ ბაზარზე?
საკმარისია ექსპერიმენტები ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე.”-წერს ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში

Discussion about this post