-
- იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დაზიანდა ინფრასტრუქტურა . ინფორმაციას ABC News ავრცელებს და წერს, რომ სპეციალისტების განცხადებით, სტიქიას ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ მოჰყოლია. მეტეოროლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი იბარაკის პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში, 70 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. გამოცემა წერს, რომ მსხვერპლის ან სერიოზული ნგრევის შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ X-ზე დაწერა, რომ შესაძლო ზარალის ოდენობის შესაფასებლად და ვითარების დასამონიტორინგებლად მთავრობამ სპეციალური ოპერატიული ჯგუფი უკვე შექმნა.

Discussion about this post